წვიმა, ყავა და მუსიკა. რა სჯობს ასეთ ვითარებაში ბლოგის დაწერას ? სწორედაც რომ არაფერი.
პირველად, როდესაც "დეტექტივების დედოფლის" ნაწარმოებს გავეცანი სრულიად შოკირებული დავრჩი ფინალით. ეს იყო "მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში". მაგრამ, არა ნაკლებ გაოცებული დავრჩი "როჯერ ეკროიდის მკველობის" ფინალით.
ჩემი აზრით, დეტექტიურ ჟანრში ამ ნაწარმოებს ყველაზე ორიგინალური და განსაცვიფრებელი დასასრული აქვს. აი ისეთი, რომ ვერავინ წარმოიდგენს თუ ვინ არის მკვლელი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაქვს დეტექტიური ნაწარმოებები ნაკითხი და ზოგ შემთხვევაში კონან დოილის და აგათას ნაწარმოებშიც არ გამჭირვებია გამომეცნო თუ ვინ იყო მკვლელი, აქ უკვე სხვაგვარად მოხდა.
ამ ნაწარმოებში მოქმედება ვითარდება ინგლისის პატარა სოფელ ქინგს-ებოთში, სადაც იპოვნიან ახალგაზრდა, მდიდარი და სახელგანთქმული ქალის მისის ფერარსის გვამს. ერთ-ერთი მთავარი გმირი და ამ ამბის მთხრობელი აქ გვევლინება კეთილშობილი ექიმი, რომელსაც ფართო კავშირები აქვს სოფლის "ელიტასთან". მისის ფერარსის გარდაცვალების მიზეზი, როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს საძილე აბების გადაჭარბებული დოზა. მაგრამ, აქ იკვეთება ექიმის დის, ქეროლაინის აზრი, რომელიც ასეთ ამბებში გამოცდილია. როგორც ექიმი აღწერს მის დას ინფორმაციის მიღება სახლიდან გაუსველად შეუძლია. ქეროლაინის აზრით, დაქვრივებულმა მისის ფერარსმა წინა წელს მოკლა თავისი ქმარი და ახლა უკვე სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და მანაც თავი მოიკლა.
გადის რამოდენიმე დღე. ქინგზ-ებოთში ყველასათვის ნაცნობი, კეთილშობილი და მდიდარი ფაბრიკანტი როჯერ ეკროიდი მკვდარი, ზურგში ხანჯალ ჩარტყმული იპოვეს. ვითარება შემდეგია: იმ დღეს, როდესაც როჯერ ეკროიდი მოკლეს მასთან სტუმრად ექიმი შეპარდი იყო რომელმაც ის 9:50 (ცხრას რომ 10 წუთი უკლდა) დატოვა, "ფერნილიდან" გამოსვილას ის უცნობ, მაღალ, ამერიკული კილოს მქონე მამაკაცს შეხვდა, რომელმაც "ფერნილისკენ" მიმავალი გზა იკითხა. ასევე, როგორც გაირკვევა ბოლოს როჯერ ეკროიდთან მისი ძმიშვილი ფლორა ეკროიდი იყო.ხოლო, როგორც გამოძიება დაადგენს ყველა ფაქტი მიუთითებს როჯერ ეკროიდის გერზე, რალფ პაიტონზე. პოლიციის აზრით სწორედ ის არის მკვლელი.
სწორედ ამ დროს, ჩაერთვება უკვე მის ჩვეულ საქმეს ჩამოშორებული და დიდი მაძებარი ერკიულ პუარო, რომელიც ქინგზ-ებოთში უკვე "პენსიაზე გასული" მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობის ყაბაყის მოსაშენებლად ჩამოვიდა და აქ "ლანჩესში" დაბინავდა. მაგრამ, ის იცნობდა როჯერ ეკროიდს და როჯერმა იცოდა მისი ნამდვილი საქმიანობა. რადგან ერკიულ პუაროს არ უყვარს პოპულარულობა, მას თავისი საქმიანობის დამალვა მოუწია.
ის საქმეში ფლორა ეკროიდის თხოვნის ჩაერთო, რომელმაც ასევე იცოდა მისი ნამდვილი საქმიანობა. როგორც გამოცდილი და შეუდარებელი მაძებარი პუარო ამბობს საჭიროა მხოლოდ "მეთოდი, წესრიგი და პატარა რუხი უჯრედები ". სწორედ ამ რუხი უჯრედების დაძაბვით შეკრებს ძალიან მნიშვნელოვან და უმნიშვნელო ფაქტებს და მიაგნებს მკვლელს. როგორც უკვე ზევით აღვნიშნე ფინალი აგათა კრისტისთვის დამახასითებელი მოულოდნელობით ვითარდება და ერკიულ პუაროც მკვლელს, როგორც მას შეეფერება ისე აღმოაჩენს. ხოლო, რაც შეეხება მკველის ვინაობას, ამის გაგება ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ და ვერდაიჯერებთ რომ ამ მკვლელობის უკან ეს ადამიანი იდგა, რომელზედაც მთელი წიგნის კითხვის განმავლობაში ეჭვს ვერ მიიტანთ.
ბოლოს, როგორც მკველი ამბობს ის მხოლოდ ერთს ისურვებდა: "პუარო თავის საქმიანობას არ ჩამოშორებოდა და ჩვენს სოფელში ყაბაყის მოსაყვანად არ ჩამოსულიყო". მოდი დავტოვოთ მკველის ვინაობა ისეთივე ამოუცნობი, როგორც ეს მთელი ნაწარმოების განმავლობაშია და მკვლელის ამოცნობას თქვენ მოგანდობთ. იმედი მაქვს გამოიყენებთ "პატარა რუხ უჯრედებს" და მიაგნებთ ნამდვილ დამნაშავეს. სასიამოვნო კითხვას გისურვეთ.
Hard Rock Hotel & Casino, Atlantic City - MapYRO
ReplyDeleteThe 시흥 출장마사지 Hard Rock 창원 출장마사지 Hotel & Casino, Atlantic City is a premier gaming 경기도 출장안마 destination in the East Coast. 충청남도 출장샵 It features 5,000 square feet of 전라북도 출장마사지 gaming