ბრედბერი ჩემთვის არის მწერალი, რომლის ნაწარმოებების კითხვის დროს საერთოდ ვცილდები რეალობას და სადღაც შორს, მის მიერ შექმნილ სამყაროში გადავდივარ. მსოფლიომ ბრედბერი სწორედაც რომ დამსახურებულად აღიარა, რადგან ფანტასტიკასთან ერთად მის ნაწარმოებებში დევს დიდი აზრი, რომელიც ძალიან ახლოს არის რეალობასთან, ამავდროულად სიუჟეტი ძალიან დაშორებული რეალობისგან. ბრედბერს ბევრი არაჩვეულებრივი ნაწარმოები აქვს შექმნილი და ძირითადათ ყველა ფანტასტიკის ჟანრში მაგრამ აქვს 1 გამონაკლისი, "ბაბუაწვერას ღვინო" (რომლის მიმოხილვას შემდეგში შემოგთავაზებთ) რომელიც მის შემოქმედებაში ერთადერთ რეალისტურ ნაწარმოებათ ითვლება. რეი ბრედბერი შეუჩერებელი ტაიფუნივით შეიჭრა ფენტეზის სამყაროში და ელვისებური სიჩქარით დაიმკვიდრა თავი, როგორც ჟანრის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა და პოპულარულმა ავტორმა. მოკლედ რეი ბრედბერი ისეთი მწერალია, რომლის შემოქმედების თუნდაც მცირე ნაწილს მაინც უნდა გაეცნოთ!
„451º ფარენჰეიტით“ - 451º ტემპერატურა, რომელზეც იწვის ქაღალდი. ჩემი აზრით, ეს არის ნაწარმოები, რომელიც ყველა მკითხველმა უნდა წაიკითხოს, მიუხედავად მისი ფანტასტიკური სიუჟეტის, ამ ნაწარმოებში უდიდესი აზრი დევს ზოგადად კითხვაზე, წიგნებზე და მათ მნიშვნელობაზე კაცობრიობისთვის, თუ როგორ დაკნინდება სულიერად და რაც მთავარია გონებრივად კაცობრიობა, თუ დაგარკავს წიგნის ფასს და გააუფასურებს წიგნის ღირებულებას. სიმართლე გითხრად, ნამდვილად არმინდა მოგიყვეთ თუ რახდება ამ რომანში, მაგრამ ვატყობ მომიწევს და მოკლედ მეც აგიღწერთ .
მოკლედ, რომანში აღწერილია მომავლის საზოგადოება, რომელშიც აკრძალულია წიგნები, წესრიგს კი აქ მეხანძრეები ამყარებენ. მაგრამ, მომავლის საზოგადოებაში მეხანძრეებს განსხვავებული ფუნქცია აკისრიათ, აქ ისინი კი არ აქრობენ ცეცხლს, პირიქით ისინი აჩაღებენ ცეცხლს და როგორც რომანის დასაწყისში გვხვდება ცეცხლის გაჩენა მთელი ნეტარება არის მათთვის. მეხანძრეების მოვალეობა შემდეგია : მათ ევალებათ დაწვან წიგნები და სახლები სადაც ეს წიგნები იქნება აღმოჩენილი.
პროტაგონისტათ გაი მონტეგი ასევე მეხანძრეა. მაგრამ, იგი განსხვავებული სულის პატრონია და ჩუმათ დაიწყებს წიგნების მოპარვას და კითხვას. აი ნამდვილად აღარ მინდა კიდევ გავწელო ეს პოსტი რისთვისაც ორი მიზეზი მაქვს:
1.მახსენდება ეს წიგნი და მისგან გამოწვეული შთაბეჭდილებები, რომელიც ახლა უფრო და უფრო მძაფრდება და თავიდან მინდება ამ რომანის წაკითხვა რისთვისაც დრო ნამდვილად არ მაქვს.
2. ამ პოსტს ჩემთვის საყვარელი ადამიანი ელოდება და არმინდა ვალოდინო. (ვიცი მგონი შენს გარდა ამას მაინც არავინ ნახავს)
ბოლოს, რასაც გეტყვით ის იქნება რომ აუცილებლად წაიკითხოთ ეს წიგნი ვისაც ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ (თუ ვინმე კითხულობს ამ ბლოგს), რადგან ამ წიგნიდან გამოწვეული შთაბეჭდილებები და ემოციები დიდი ხნის მანძილზე გაგყვებათ და რაც მთავარია ეს წიგნი შთაგაგონებთ რომ იკითხოთ მეტი და მეტი, ჩემს ჩემთხვევაში ასე მოხდა. მოკლედ ეს წიგნი აუცილებლად წასაკითხია !
უდაოდ კარგი წასაკითხი, სასიამოვნო წიგნია, თავისი განსხვავებული და ორიგინალური შინაარსით, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დასასრულმა იმედები გამიცრუა :( წარმატებები შენ!
ReplyDeleteმადლობა დიდი. მალე ახალ პოსტებსაც დავწერ და იმედიმაქვს ბლოგს თვალს ადევნებ :)
Deleteაუცილებლად ^_^
Deleteმოყევი მთელი არსი წიგნისა, რომელიც მკითხველმა უნდა გამოიტანოს კითხვის ბოლოს და რაღა აზრი აქვს წერას??? თქვენ წიგნის წაკითხვის სურვილი დააკარგვინეთ უკვე ხალხს... :D :D ნაწარმოები მართლაც რომ ნატიფი სიუჟეტი მატარებელია,მაგრამ... 'სპოილერობას' მოეშვით.
ReplyDelete