Sunday, May 15, 2016

ალბერ კამიუ - "შავი ჭირი"



     ალბერ კამიუ ფრანგი მწერალი, ესსეისტი და ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურიანტი. იგი დაიბადა ალჟირში და მისი ცნობილი ნამუშევრებიდან Magnum Opus-ია "უცხო" და "შავი ჭირი". ძირითადად, კამიუ რომანებსა, ნოველებსა და ესსებს წერდა. იგი აქტიურად იყო შართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ის გაწევრიანებული იყო საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში, ხოლო მას შემდეგ, რაც მის მშობლიურ ალჟირში ჩამოყალიბდა ალჟირის კომუნისტური პარტია, რომლის მიზანი იყო საფრანგეთისგან ალჟირის განთავისუფლება. ცნობილია რომ ალბერ კამიუ პაციფისტი იყო. 


    "შავი ჭირი" ეს იგავური ნაწარმოებია, რომელშიც მოისაზრება და რომლის შესაძლო საფუძვლებია ფაშიზმი და ევროპული პრობლემები. რომანი დაიწერა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 2 წლის შემდეგ. რომანი აგებულებით ძალიან მარტივია და პირველ პირშია გადმოცემული, მაგრამ არვიცით ვინ არის მთხობელი და იმ ადამიანებს, რომლებიც პირველად წაიკითხავთ ამ რომანს სასიამოვნო მოულოდნელობა გელოდებათ. თავდაპირველად მთხრობელი გვაცნობს ალჟირის ქალაქ ორანს, ბედნიერ ქალაქს სადაც სიკვდილი, ეს სირცხვილია.
"აქ გაზაფხულის მოსვლას ყვავილების კალათები თუ გაუწყებთ, მოვაჭრეებს რომ მოაქვთ გარეუბნიდან, აქ გაზაფხული ბაზარში იყიდება."  
    რომანის მთავარი პერსონაჟი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში მოხვდება და ებრძვის ისეთ "დაუმარცხებელ ეპიდემიას", როგორიც შავი ჭირია და დიდ სიმამაცეს იჩენს არის ექიმი ბერნარდ რიე. თავდაპირველად, შავი ჭირი ბედნიერ ქალაქში დღისით და არა ღამით სასიკვდილოდ განწირულ ვირთხებს გამოაგზავნის, რომლებითაც აივსება მთელი ქალაქი. ყოველდღე მატულობს მოკლულ მღრღნელების რიცხვი. ვირთხები გამოდიან, ხალხის თვალწინ უსულდგმულოდ ეცემიან და კვდებიან. ქალაქის პრეფექტურა ვერ აუდის ამდენ დახოცილ ვირთხას. სწორედ ესა მინიშნება რომ შავი ჭირი მოდის. ამის შემდეგ კი პირველი მსხვერპლიც გამოჩნდა, ადამიანი ვისი ბოლო სიტყვა იყო "ვირთხები". მას შემდეგ, რაც ქალაქი და პრეფექტურა მიხვდა რომ მათ თავს დაატყდა შავი ჭირი ქალაქი ორანი სამყაროსგან იზოლირებული ხდება: იკეტება ქალაქის კარიბჭე, იკრძალება ზღვაში ცურვა, იხსნება ბანაკები სადაც გადაჰყავთ დაავადებულები.
   რომანის დასასრულისკენ, ხალხი ზეიმობს შავი ჭირის დასასრულს, რომ მათ დაამარცხეს შავი ჭირი და მანაც თითქოს მალევე დაიხია უკან, ისევე მალე დათმო პოზიციები, როგორც  დაატყდა ქალაქს. ყველა ზეიმობს, ყველა ოპტიმისტურადა განწყობილი და ყველას უხარია გარდა ერთი ადამიანისა, რომელმაც ყველაზე ბევრი გადაიტანა. არვიცი ეს პესიმიზმი რით არის გამოწვეული, ალბათ იმითაც რომ მან მეგობრები და ცოლიც დაკარგა ამ ეპიდემიის დროს. ეს ადამიანი ექიმი ბერნად რიეა. რომანის დასასრულს იგი ძალიან უიმედო და პესიმისტური განწყობით დაწერილ ფრაზას გვიტოვებს. სწორედ მან იცის, რომ შავი ჭირი საბოლოოდ არ არის დამარცხებული და შავი ჭირის ბაცილა არასდროს კვდება, რომ დადგება ერთი დღე როდესაც აწ უკვე მიძინებული შავი ჭირი გაიღვიძებს და კიდევ გამოაგზავნის თავის სიკვდილის დესპანს, ბედნიერი ქალაქის ქუჩებში სასიკვდილოდ. სწორედ ამ პესიმისტური მოსაზრებით მთავრდება ნაწარმოები, მაგრამ ეს არის ყველაზე მეტად პოზიტიური ნაწარმოები რომელიც ოდესმე დაწერილა. კამიუ მორალისტი იყო და წარმოუდგენლედ გვეშვენება ჩვენ, მკითხველებს ის ფაქტი რომ მორალისტი კამიუ ასე ღრმად და მხატვრულად გადმოცემს ერთი შეხედვით ყველასთვის უკვე ნაცნობ ჭირს.



    წიგნის დავამთავრებისას უამრავი ემოცია დამიგროვდა და ამაზე მეტი კითხვა. მოკლედ კამიუ გენიალურია, განსაკუთრებით მაშინ თუ გიყვარს ასეთი ჟანრის წიგნები - მარტივად რომ ვერ წაიკითხავ ან ვერ ჩაიკითხავ ერთ ამოსუნთქვაში. სწორედ "შავი ჭირი" იყო წიგნი რომელმაც შემაყვარა ალბერ კამიუ. ძალიან ბევრის მომცემი წიგნია, ისეთი ფრაზები ჟღერს, გინდება რომ სამუდამოდ დაგამახსოვრედეს. რაც შეეხება ციტატებს რომელიც დამამახსოვრდა და ძალიან მნიშვნელოვანია :

 "სიბრალული გღლით როცა ის არაფრის მაქნისია"
   
 "დაქორწინდებიან,ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ რომ სიყვარული ავიწყდებათ"
   
 "ხდება ხოლმე დიდხანს იტანჯები და არც კი იცი.
 
 "თუ კეთილ საქმეს მეტისმეტად გავაზვიადებთ, ამით ჩვენდაუნებურად ხოტბას ვასხამთ ბოროტებას."
 
"სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს, იქნებ ღმერთისთვისაც სჯობდეს, რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ-ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოახმარონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ, სადაც იგი დუმს."
   
"არ არსებობს სულის სიმშვიდე იმედის გარეშე."
   
"ზოგჯერ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უქონლობის გამო, არც კი უწყიან რომ უყვართ."

 "სისულელე მუდამ გამძლეა"

 "თქვენი გამარჯვება მუდამ დროებითი იქნება"



 

No comments:

Post a Comment