ოსკარ უაილდი ძალიან ცნობილი მწერალი და პოეტი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო მისი ერთადერთი გახმაურებული რომანის "დორიან გრეის პორტრეტის" წყალობით (1890 წელს გამოიცა). ასევე ცნობილია, რომ დორიან გრეის პროტოტიპი თვით ოსკარ უაილდია, როგორც მისი თანამედროვეები აღწერენ უაილდის დორიანის მსგავსად ცისფერი თვალები, ქერა თმა და არისტოკრატიული მანერები ჰქონდა. დორიანის მსგავსად ოსკარ უაილდიც არისტოკრატიული წარმომავლობის იყო. ცნობილია, რომ ოსკარ უაილდს ბრალი ჰომოსექსუალობაში დასდეს და 2 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. ამანაც ვერ დააოკა მისი პოეტური სული და იქაც განაგრზო წერა, მაგრამ ციხეში ყოფნამ მას შეულახა ავტორიტეტი. იქიდან გამოსვლის შემდეგ იგი უკვე აღარავის აინტერესებდა, ამიტომ ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად.
რაც შეეხება მის ერთადერთ და ყველაზე გახმაურებულ რომანს, რომლის დაწერისთვისაც ოსკარ უაილდს "ამორალური წიგნის ავტორი" უწოდეს. რომანის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა, წარმატებული, შესანიშნავი გარეგნობის და ქარიზმატული დორიან გრეის შესახებ. რომელსაც პორტრეტს მისი ახლად გაცნობილი მეგობარი, მხატვარი ბეზილ ჰალუორდი უხატავს. სწორედ ბეზილ ჰალუორდს ესტუმრება მისი მეგობარი ლორდ ჰენრი (რომელშიც ასევე ოსკარ უაილდის ხასითი ამოიცნობა), რომელიც ნაწარმოებში გამოირჩება თავიზი აზრით და შეხედულებებით ყველაზე და ყველაფერზე რომელსაც გარს ახვევს მის გარშემომყოფთ და სიმართლე გითხრათ მისი შეხედულებები საკმაოდ ღრმა ფილოსოფიურია და ყველაზე მოქმედებს. ჰენრი გაიცნობს დორიანს და აღფრთოვანებული დარჩება მისი სილამაზით. მაგრამ, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ლორდ ჰენრი აქაც თავის ფსიქოლოგიას მოიშველიებს დორიანს თავის გავლენის ქვეშ მოაქცევს და იმ აზრზე დააყენებს რომელიც შემდეგში მოსვენებას არაძლევს და სწორედ ეს აზრი მიაღებინებს საბედისწერო გადაწყვეტილებას, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გულის სიღრმეში მაინც ნანობს. ლორდ ჰენრი დორიანს შთააგონებს, რომ სილამაზე მარადიული არაა, რომ რაც ღმერთმა მოიტანა იმას უკანვე წაიღებს. მას შემდეგ რაც სამი მთავარი პერსონაჟი ერთად შეიკრიბება და დორიანის აწ უკვე დასრულებულ პორტრეტს უმზერენ დორიანი აღფრთოვანებული რჩება.
სწორედ აქ დაუშვებს ის საბედისწერო შეცდომას ინატრებს:
"ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე, როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს!".
დიდად ნამდვილად არმომწონს ამ მოკლე შინაარსის აღწერა და ნამდვილად არმინდა რომ ვინმეს ვურჩიო წიგნის წაკითხვა მარტო იმიტომ რომ კარგი სიუჟეტი აქვს ნაწარმოებს. არაჩვეულებრივი წიგნია ნამდვილად, თუმცა საკმაოდ რთული და მომენტებში დამღლელი საკითხავია, სრულიად მობილიზებული ვკითხულობდი, წამით არ გამფანტვია ყურადღება, საკმარისია ორი წუთით წაგიღოს ფიქრებმა და ჩათვალე ორი-სამი ფურცლით უკან უნდა დაბრუნდე. ბევრის სწავლა შეიძლება დორიანის გამოცდილებიდან. მათთვის ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ჩემი რჩევაა ფილმს წაკითხვამდე ნუ უყურებთ, რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს სწორედაც რომ ეს მისტიკურობა სძენს წიგნს ხიბლს. მომენტი, როდესაც დორიანი სულს ეშმაკს მიჰყიდის, სწორედ მაშინ იცლება დორიანის ცხოვრება იგი ხდება ბოროტი, მატყუარა, მლიქვნელი, სულმდაბალი და ბინძური. გადის წლები დორიანი კი არბერდება და მისმიმართ არწყდება ინტერესი. მის გამო სიბილ ვეინმა თავი მოიკლა რის გამოც მის პორტრეტს პირველი "ბზარი" დაეტყო. პორტრეტი დორიან გრეის სინდისის სარკე გხდება. ის, რაც წლების განმავლობაში დორიანს უნდა დამართნოდა ახლა უკვე პორტრეტს ემართება.
როგორც უკვე აღვნიშნე ეს ყველაფერი მაინც ჩემი აზრით ლორდ ჰენრი უიტონის გამო მოხდა. ის რომ არა დორიანი არ გახდებოდა ისეთი, როგორიც მას შემდეგ გახდა რაც ეშმაკს მიჰყიდა სული.
"ლორდ ჰენრი უიტონი: რა ხარ?
დორიან გრეი: მე ვარ ის რაც შენ შემქმენი! მე ვცხოვრობდი ცხოვრებით რომლითაც შენ გინდოდა გეცხოვრა მაგრამ არასდროს გიცდია. მე ვარ ყველაფერი , რადაც ყოფნისაც შენ გეშინოდა!"
დორიანის ტანჯული სიცოცხლე მთავრდება იმით, რომ იგი დანას, რომლითაც მისი ერთ დროს საუკეთესო მეგობარი ბეზილ ჰალუორდი მოკლა, ახლა თავის პორტრეტს გაუყრის და ის რაც პორტრეტზეა აისახება დორიანზე, ხოლო დორიანის სილამაზე პორტრეტზე გადავა. დორიანი მოკვდება. დორიანის ხმაზე შემოვარდნილი მსახურები კი მათ ბატონს მხოლოდ ბეჭდით ამოიცნობენ.
ნამდვილად მსოფლიო ლიტერატურის შედევრია ეს წიგნი, ძალიან ბევრს გასწავლით და ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. გირჩევთ წაიკთხოთ!
Casino Sites - Play Real Money Slot Games for Free
ReplyDeleteWe have over 업소 사이트 500 slots from leading providers in the gambling 바카라룰 industry; providing you with 오공슬롯 the best games you 라이브 바카라 slot games for real money in 벳 익스플로 어 the casino and find a