სელინჯერი-ეს არის მწერალი, რომელმაც პირადად ჩემთვის ძალიან ბევრი რამ შეცვალა. 13 წლის ვიყავი როცა მის ნაწარმოებს "თამაში ჭვავის ყანაში" გავეცანი. საერთოდ ამ მწერლისა და ნაწარმოების შესახებ ინტერნეტიდან გავიგე. მოკლედ დიდი იმედი მქონდა, რომ ეს წიგნი გახდებოდა წიგნი, რომელსაც მაშინ დავასახელებდი როდესაც მეტყოდნენ "საყვარელი წიგნი თუ გაქო ?". იმას ვამბობდი, რომ დიდი მოლოდინი გამიჩნდა და იმედი გამიჩნდა რომ წიგნი მომეწონებოდა. ასდას ა
"თამაში ჭვავის ყანაში" ან "კლდის პირას, ჭვავის ყანაში", ეს არის წიგნი 17 წლის თინეიჯერ ჰოლდენ კოლფილდზე, რომელსაც გართულება აქვს ყველაზე და ყველაფერზე. ძულს და ეზიზღება ყველაფერი მის გარშემო, ეზიზღება ყალბი ადამიანები და ყალბი ნივთები. მოკლედ კოლფილდი არის თინეიჯერი, რომელიც ყველაში და ყველფერში ხედავს სიყალბეს და მისი მიზანიც ეს არის რომ გადაარჩინოს ისინი ვისაც ჯერ არ შეხებია ეს სიყალბე ანუ ბავშვები. ჰოლდენ კოლფილდი აყლაყუდა თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ - ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად გადახვევა და უმნიშვნელო დეტალების სიყვარული, სწორედ ეს გარემოებები ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს. იგი თავისი ფარული სურვილების შესახებაც გვაცნობს. იგი ტიპიური თინეიჯერია, რაზეც რამონიმე გარემოებაც მიგვანიშნებს, როგორც ბევრ თინეიჯერს მასაც სურს გამგზავრება შორს, იქ სადაც სრული სიმშვიდე იქნება, თავს ბედნერად იგრძნობს და მოშორებული იქნება ადამიანურ სიყალბეს. კოლფილდი მის ოცნებას თავის შეყვარებულს უზიარებს მაგრამ მისგან უარყოფით პასუხს იგებს: "ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ბავშვები ვართ". კოლფილდს ესეც ძულს, რომ ვინმე მას ბავშვად თვლის და მას შეურაწყობას მიაყენებს. მეორე სურვილი რაც მას ასულდგმულებს და მისი ცხოვრების ლაითმოტივად გაყვება ესაა :
ძალიან ხშირად ისმის კითხები თუ რატომ შეიძლება ეს ნაწარმოები ჩაითვალოს კლასიკად და ბევრის მომცემად თუ იგი ლიტერატურული ნორმების სრული დარღვევითაა დაწერილი. მაგრამ პასუხი მარტივია : ეს არის წიგნი რომელიც გადმოცემულია 17 წლის თინეიჯერის ენით რათა მისი განცდები და ემოციები მკითხველმა უფრო კარგად განიცადოს და ამით ამ ნაწარმოებმაც ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა მსოფლიო დონის ლიტერატურაში. ჩემი აზრი კი ასეთია, ზოგადად სელინჯერმა და კოლფილდმა მასწავლეს და შემიცვალეს აზროვნება. თითქოს და თვალი ამიხილეს გარშემო მყოფ ხალხზე, თუ რამდენი მოჩვენებითი, ყალბი ადამიანია გარშემო და არავის ნდობა არ შეიძლება და რომ :"ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული".
საინტერესო ფაქტი :1.ცნობილია, რომ სელინჯერი განცაკლევებით, განდეგილად ცხოვრობდა და თითქმის არასოდეს იძლეოდა მისი ფირზე აღბეჭდვის ნებართვას. თუმცა, 1988 წელს პოლ ადეომ მუშტმოღერებულ და გაბრაზებულ მწერალს გადაუღო ფოტო, რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ პოსტის“ გარეკანზე გამოჩნდა სათაურით „დაგიჭირეთ, დამჭერო!“ („GOTCHA CATCHER!“) (სელინჯერის რომანი ინგლისურად ჟღერს, როგორც „დამჭერი ჭვავის ყანაში“)
2. სწორედ "თამაში ჭვავის ყანაში" გახდა წიგნი რომლის ზეგავლენის ქვეშ მყოფმა მარკ დევიდ ჩეპმენმა მოკლა ჯონ ლენონი.
მას შემდეგ, რაც ეს წიგნი მეორეჯერ გადავიკთხე მაშინ კი ნამდვილად დავრწმუნდი რომ კითხვაზე "შენი საყვარელი წიგნი?" ვუპასუხებ "თამაში ჭვავის ყანაში".
"-ყველა იდიოტი ბრაზდება, როდესაც მას ვინმე იდიოტს უწოდებს. -ხალხი ვერასოდეს ვერაფერს ამჩნევს.
-მე საკმაოდ უწიგნური ადამიანი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრს ვკითხულობ.
-შეიძლება რაღაც ნაწილობრივ შეესაბამებოდეს სიმართლეს, მაგრამ ის არ იქნება სრული ჭეშმარიტება. ხალხი კი ყოველთვის თვლის, რომ ყველაფერი ჭეშმარიტია.
-ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ იაფფასიანი ნაგავი ხშირად კარგ გასართობს წარმოადგენს."
<3
ReplyDelete