Monday, May 16, 2016

ჯერომ დეივიდ სელინჯერი -"თამაში ჭვავის ყანაში"

 
   სელინჯერი-ეს არის მწერალი, რომელმაც პირადად ჩემთვის ძალიან ბევრი რამ შეცვალა. 13 წლის ვიყავი როცა მის ნაწარმოებს "თამაში ჭვავის ყანაში" გავეცანი. საერთოდ ამ მწერლისა და ნაწარმოების შესახებ ინტერნეტიდან გავიგე. მოკლედ დიდი იმედი მქონდა, რომ ეს წიგნი გახდებოდა წიგნი, რომელსაც მაშინ დავასახელებდი როდესაც მეტყოდნენ "საყვარელი წიგნი თუ გაქო ?". იმას ვამბობდი, რომ დიდი მოლოდინი გამიჩნდა და იმედი გამიჩნდა რომ წიგნი მომეწონებოდა.  ასდას ა   
   "თამაში ჭვავის ყანაში" ან "კლდის პირას, ჭვავის ყანაში", ეს არის წიგნი 17 წლის თინეიჯერ ჰოლდენ კოლფილდზე, რომელსაც გართულება აქვს ყველაზე და ყველაფერზე. ძულს და ეზიზღება ყველაფერი მის გარშემო, ეზიზღება ყალბი ადამიანები და ყალბი ნივთები. მოკლედ კოლფილდი არის თინეიჯერი, რომელიც ყველაში და ყველფერში ხედავს სიყალბეს და მისი მიზანიც ეს არის რომ გადაარჩინოს ისინი ვისაც ჯერ არ შეხებია ეს სიყალბე ანუ ბავშვები. ჰოლდენ კოლფილდი აყლაყუდა თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ - ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად გადახვევა და უმნიშვნელო დეტალების სიყვარული, სწორედ ეს გარემოებები ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს. იგი თავისი ფარული სურვილების შესახებაც გვაცნობს. იგი ტიპიური თინეიჯერია, რაზეც რამონიმე გარემოებაც მიგვანიშნებს, როგორც ბევრ თინეიჯერს მასაც სურს გამგზავრება შორს, იქ სადაც სრული სიმშვიდე იქნება, თავს ბედნერად იგრძნობს და მოშორებული იქნება ადამიანურ სიყალბეს. კოლფილდი მის ოცნებას თავის შეყვარებულს უზიარებს მაგრამ მისგან უარყოფით პასუხს იგებს: "ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ბავშვები ვართ". კოლფილდს ესეც ძულს, რომ ვინმე მას ბავშვად თვლის და მას შეურაწყობას მიაყენებს. მეორე სურვილი რაც მას ასულდგმულებს და მისი ცხოვრების ლაითმოტივად გაყვება ესაა :
   
   

  "-მინდა ვიდგე ციცაბო კლდის ნაპირას და დავიჭერო ყველა, ვინც დაღმა დაშვებას დაიწყებს. თუ ისინი სირბილით დაეშვებიან, ვერც კი დაინახავენ, თუ საითკენ გაქანდებიან. მე იქ როგორღაც უნდა აღმოვჩნდე და ისინი დავიჭირო. მთელ დღეს ამ საქმეს მივუძღვნიდი. მე ვიქნებოდი დამჭერი მოთამაშე ჭვავის ყანაში..."                      

   ძალიან ხშირად ისმის კითხები თუ რატომ შეიძლება ეს ნაწარმოები ჩაითვალოს კლასიკად და ბევრის მომცემად თუ იგი ლიტერატურული ნორმების სრული დარღვევითაა დაწერილი. მაგრამ პასუხი მარტივია : ეს არის წიგნი რომელიც გადმოცემულია 17 წლის თინეიჯერის ენით რათა მისი განცდები და ემოციები მკითხველმა უფრო კარგად განიცადოს და ამით ამ ნაწარმოებმაც ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავა მსოფლიო დონის ლიტერატურაში. ჩემი აზრი კი ასეთია, ზოგადად სელინჯერმა და კოლფილდმა მასწავლეს და შემიცვალეს აზროვნება. თითქოს და თვალი ამიხილეს გარშემო მყოფ ხალხზე, თუ რამდენი მოჩვენებითი, ყალბი ადამიანია გარშემო და არავის ნდობა არ შეიძლება და რომ :"ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული".
  საინტერესო ფაქტი :1.ცნობილია, რომ სელინჯერი განცაკლევებით, განდეგილად ცხოვრობდა და თითქმის არასოდეს იძლეოდა მისი ფირზე აღბეჭდვის ნებართვას. თუმცა, 1988 წელს პოლ ადეომ მუშტმოღერებულ და გაბრაზებულ მწერალს გადაუღო ფოტო, რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ პოსტის“ გარეკანზე გამოჩნდა სათაურით „დაგიჭირეთ, დამჭერო!“ („GOTCHA CATCHER!“) (სელინჯერის რომანი ინგლისურად ჟღერს, როგორც „დამჭერი ჭვავის ყანაში“)
  2. სწორედ "თამაში ჭვავის ყანაში" გახდა წიგნი რომლის ზეგავლენის ქვეშ მყოფმა მარკ დევიდ ჩეპმენმა მოკლა ჯონ ლენონი.
    მას შემდეგ, რაც ეს წიგნი მეორეჯერ გადავიკთხე მაშინ კი ნამდვილად დავრწმუნდი რომ კითხვაზე "შენი საყვარელი წიგნი?" ვუპასუხებ "თამაში ჭვავის ყანაში".
   
  "-ყველა იდიოტი ბრაზდება, როდესაც მას ვინმე იდიოტს უწოდებს. -ხალხი ვერასოდეს ვერაფერს ამჩნევს.
  -მე საკმაოდ უწიგნური ადამიანი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრს ვკითხულობ.
  -შეიძლება რაღაც ნაწილობრივ შეესაბამებოდეს სიმართლეს, მაგრამ ის არ იქნება სრული ჭეშმარიტება. ხალხი კი ყოველთვის თვლის, რომ ყველაფერი ჭეშმარიტია.
   -ცუდია, მაგრამ ფაქტია, რომ იაფფასიანი ნაგავი ხშირად კარგ გასართობს წარმოადგენს."



Sunday, May 15, 2016

ალბერ კამიუ - "შავი ჭირი"



     ალბერ კამიუ ფრანგი მწერალი, ესსეისტი და ფილოსოფოსი, ნობელის პრემიის ლაურიანტი. იგი დაიბადა ალჟირში და მისი ცნობილი ნამუშევრებიდან Magnum Opus-ია "უცხო" და "შავი ჭირი". ძირითადად, კამიუ რომანებსა, ნოველებსა და ესსებს წერდა. იგი აქტიურად იყო შართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ის გაწევრიანებული იყო საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში, ხოლო მას შემდეგ, რაც მის მშობლიურ ალჟირში ჩამოყალიბდა ალჟირის კომუნისტური პარტია, რომლის მიზანი იყო საფრანგეთისგან ალჟირის განთავისუფლება. ცნობილია რომ ალბერ კამიუ პაციფისტი იყო. 


    "შავი ჭირი" ეს იგავური ნაწარმოებია, რომელშიც მოისაზრება და რომლის შესაძლო საფუძვლებია ფაშიზმი და ევროპული პრობლემები. რომანი დაიწერა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 2 წლის შემდეგ. რომანი აგებულებით ძალიან მარტივია და პირველ პირშია გადმოცემული, მაგრამ არვიცით ვინ არის მთხობელი და იმ ადამიანებს, რომლებიც პირველად წაიკითხავთ ამ რომანს სასიამოვნო მოულოდნელობა გელოდებათ. თავდაპირველად მთხრობელი გვაცნობს ალჟირის ქალაქ ორანს, ბედნიერ ქალაქს სადაც სიკვდილი, ეს სირცხვილია.
"აქ გაზაფხულის მოსვლას ყვავილების კალათები თუ გაუწყებთ, მოვაჭრეებს რომ მოაქვთ გარეუბნიდან, აქ გაზაფხული ბაზარში იყიდება."  
    რომანის მთავარი პერსონაჟი, რომელიც მოვლენების ეპიცენტრში მოხვდება და ებრძვის ისეთ "დაუმარცხებელ ეპიდემიას", როგორიც შავი ჭირია და დიდ სიმამაცეს იჩენს არის ექიმი ბერნარდ რიე. თავდაპირველად, შავი ჭირი ბედნიერ ქალაქში დღისით და არა ღამით სასიკვდილოდ განწირულ ვირთხებს გამოაგზავნის, რომლებითაც აივსება მთელი ქალაქი. ყოველდღე მატულობს მოკლულ მღრღნელების რიცხვი. ვირთხები გამოდიან, ხალხის თვალწინ უსულდგმულოდ ეცემიან და კვდებიან. ქალაქის პრეფექტურა ვერ აუდის ამდენ დახოცილ ვირთხას. სწორედ ესა მინიშნება რომ შავი ჭირი მოდის. ამის შემდეგ კი პირველი მსხვერპლიც გამოჩნდა, ადამიანი ვისი ბოლო სიტყვა იყო "ვირთხები". მას შემდეგ, რაც ქალაქი და პრეფექტურა მიხვდა რომ მათ თავს დაატყდა შავი ჭირი ქალაქი ორანი სამყაროსგან იზოლირებული ხდება: იკეტება ქალაქის კარიბჭე, იკრძალება ზღვაში ცურვა, იხსნება ბანაკები სადაც გადაჰყავთ დაავადებულები.
   რომანის დასასრულისკენ, ხალხი ზეიმობს შავი ჭირის დასასრულს, რომ მათ დაამარცხეს შავი ჭირი და მანაც თითქოს მალევე დაიხია უკან, ისევე მალე დათმო პოზიციები, როგორც  დაატყდა ქალაქს. ყველა ზეიმობს, ყველა ოპტიმისტურადა განწყობილი და ყველას უხარია გარდა ერთი ადამიანისა, რომელმაც ყველაზე ბევრი გადაიტანა. არვიცი ეს პესიმიზმი რით არის გამოწვეული, ალბათ იმითაც რომ მან მეგობრები და ცოლიც დაკარგა ამ ეპიდემიის დროს. ეს ადამიანი ექიმი ბერნად რიეა. რომანის დასასრულს იგი ძალიან უიმედო და პესიმისტური განწყობით დაწერილ ფრაზას გვიტოვებს. სწორედ მან იცის, რომ შავი ჭირი საბოლოოდ არ არის დამარცხებული და შავი ჭირის ბაცილა არასდროს კვდება, რომ დადგება ერთი დღე როდესაც აწ უკვე მიძინებული შავი ჭირი გაიღვიძებს და კიდევ გამოაგზავნის თავის სიკვდილის დესპანს, ბედნიერი ქალაქის ქუჩებში სასიკვდილოდ. სწორედ ამ პესიმისტური მოსაზრებით მთავრდება ნაწარმოები, მაგრამ ეს არის ყველაზე მეტად პოზიტიური ნაწარმოები რომელიც ოდესმე დაწერილა. კამიუ მორალისტი იყო და წარმოუდგენლედ გვეშვენება ჩვენ, მკითხველებს ის ფაქტი რომ მორალისტი კამიუ ასე ღრმად და მხატვრულად გადმოცემს ერთი შეხედვით ყველასთვის უკვე ნაცნობ ჭირს.



    წიგნის დავამთავრებისას უამრავი ემოცია დამიგროვდა და ამაზე მეტი კითხვა. მოკლედ კამიუ გენიალურია, განსაკუთრებით მაშინ თუ გიყვარს ასეთი ჟანრის წიგნები - მარტივად რომ ვერ წაიკითხავ ან ვერ ჩაიკითხავ ერთ ამოსუნთქვაში. სწორედ "შავი ჭირი" იყო წიგნი რომელმაც შემაყვარა ალბერ კამიუ. ძალიან ბევრის მომცემი წიგნია, ისეთი ფრაზები ჟღერს, გინდება რომ სამუდამოდ დაგამახსოვრედეს. რაც შეეხება ციტატებს რომელიც დამამახსოვრდა და ძალიან მნიშვნელოვანია :

 "სიბრალული გღლით როცა ის არაფრის მაქნისია"
   
 "დაქორწინდებიან,ცოტა კიდევ უყვართ ერთმანეთი, შრომობენ, იმდენს შრომობენ რომ სიყვარული ავიწყდებათ"
   
 "ხდება ხოლმე დიდხანს იტანჯები და არც კი იცი.
 
 "თუ კეთილ საქმეს მეტისმეტად გავაზვიადებთ, ამით ჩვენდაუნებურად ხოტბას ვასხამთ ბოროტებას."
 
"სამყაროს წესს სიკვდილი განსაზღვრავს, იქნებ ღმერთისთვისაც სჯობდეს, რომ იგი არ იწამონ, მთელი ძალ-ღონე სიკვდილთან ბრძოლას მოახმარონ და აღარ აღაპყრონ თვალები ზეცისკენ, სადაც იგი დუმს."
   
"არ არსებობს სულის სიმშვიდე იმედის გარეშე."
   
"ზოგჯერ ადამიანებს უყვართ ერთმანეთი, მაგრამ დროისა და ფიქრის უქონლობის გამო, არც კი უწყიან რომ უყვართ."

 "სისულელე მუდამ გამძლეა"

 "თქვენი გამარჯვება მუდამ დროებითი იქნება"



 

Tuesday, May 10, 2016

რეი ბრედბერი - „451º ფარენჰეიტით“

  რეიმონდ დაგლას ბრედბერი (ინგლ. Ray Douglas Bradbury; დ. 22 აგვისტო, 1920 - გ. 6 ივნისი, 2012) — ამერიკელი მწერალი, რომელიც მოღვაწეობდა ფანტასტიკის, საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივების ჟანრში(ვიკიპედია).
    ბრედბერი ჩემთვის არის მწერალი, რომლის ნაწარმოებების კითხვის დროს საერთოდ ვცილდები რეალობას და სადღაც შორს, მის მიერ შექმნილ სამყაროში გადავდივარ. მსოფლიომ ბრედბერი სწორედაც რომ დამსახურებულად აღიარა, რადგან ფანტასტიკასთან ერთად მის ნაწარმოებებში დევს დიდი აზრი, რომელიც ძალიან ახლოს არის რეალობასთან, ამავდროულად სიუჟეტი ძალიან დაშორებული რეალობისგან. ბრედბერს ბევრი არაჩვეულებრივი ნაწარმოები აქვს შექმნილი და ძირითადათ ყველა ფანტასტიკის ჟანრში მაგრამ აქვს 1 გამონაკლისი, "ბაბუაწვერას ღვინო" (რომლის მიმოხილვას შემდეგში შემოგთავაზებთ) რომელიც მის შემოქმედებაში ერთადერთ რეალისტურ ნაწარმოებათ ითვლება. რეი ბრედბერი 
შეუჩერებელი ტაიფუნივით შეიჭრა ფენტეზის სამყაროში და ელვისებური სიჩქარით დაიმკვიდრა თავი, როგორც ჟანრის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა და პოპულარულმა ავტორმა. მოკლედ რეი ბრედბერი ისეთი მწერალია, რომლის შემოქმედების თუნდაც მცირე ნაწილს მაინც უნდა გაეცნოთ!

   
„451º ფარენჰეიტით“ - 451º ტემპერატურა, რომელზეც იწვის ქაღალდი. ჩემი აზრით, ეს არის ნაწარმოები, რომელიც ყველა მკითხველმა უნდა წაიკითხოს, მიუხედავად მისი ფანტასტიკური სიუჟეტის, ამ ნაწარმოებში უდიდესი აზრი დევს ზოგადად კითხვაზე, წიგნებზე და მათ მნიშვნელობაზე კაცობრიობისთვის, თუ როგორ დაკნინდება სულიერად და რაც მთავარია გონებრივად კაცობრიობა, თუ დაგარკავს წიგნის ფასს და გააუფასურებს წიგნის ღირებულებას. სიმართლე გითხრად, ნამდვილად არმინდა მოგიყვეთ თუ რახდება ამ რომანში, მაგრამ ვატყობ მომიწევს და მოკლედ მეც აგიღწერთ . 
      

     მოკლედ, რომანში აღწერილია მომავლის საზოგადოება, რომელშიც აკრძალულია წიგნები, წესრიგს კი აქ მეხანძრეები ამყარებენ. მაგრამ, მომავლის საზოგადოებაში მეხანძრეებს განსხვავებული ფუნქცია აკისრიათ, აქ ისინი კი არ აქრობენ ცეცხლს, პირიქით ისინი აჩაღებენ ცეცხლს და როგორც რომანის დასაწყისში გვხვდება ცეცხლის გაჩენა მთელი ნეტარება არის მათთვის. მეხანძრეების მოვალეობა შემდეგია : მათ ევალებათ დაწვან წიგნები და სახლები სადაც ეს წიგნები იქნება აღმოჩენილი. 
   პროტაგონისტათ გაი მონტეგი ასევე მეხანძრეა. მაგრამ, იგი განსხვავებული სულის პატრონია და ჩუმათ დაიწყებს წიგნების მოპარვას და კითხვას. აი ნამდვილად აღარ მინდა კიდევ გავწელო ეს პოსტი რისთვისაც ორი მიზეზი მაქვს: 
1.მახსენდება ეს წიგნი და მისგან გამოწვეული შთაბეჭდილებები, რომელიც ახლა უფრო და უფრო მძაფრდება და თავიდან მინდება ამ რომანის წაკითხვა რისთვისაც დრო ნამდვილად არ მაქვს.
2. ამ პოსტს ჩემთვის საყვარელი ადამიანი ელოდება და არმინდა ვალოდინო. (ვიცი მგონი შენს გარდა ამას მაინც არავინ ნახავს) 
   ბოლოს, რასაც გეტყვით ის იქნება რომ აუცილებლად წაიკითხოთ ეს წიგნი ვისაც ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ (თუ ვინმე კითხულობს ამ ბლოგს), რადგან ამ წიგნიდან გამოწვეული შთაბეჭდილებები და ემოციები დიდი ხნის მანძილზე გაგყვებათ და რაც მთავარია ეს წიგნი შთაგაგონებთ რომ იკითხოთ მეტი და მეტი, ჩემს ჩემთხვევაში ასე მოხდა. მოკლედ ეს წიგნი აუცილებლად წასაკითხია ! 






























Saturday, May 7, 2016

ოსკარ უაილდი - „დორიან გრეის პორტრეტი“

 
   ოსკარ უაილდი ძალიან ცნობილი მწერალი და პოეტი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო მისი ერთადერთი გახმაურებული რომანის "დორიან გრეის პორტრეტის" წყალობით (1890 წელს გამოიცა). ასევე ცნობილია, რომ დორიან გრეის პროტოტიპი თვით ოსკარ უაილდია, როგორც მისი თანამედროვეები აღწერენ უაილდის დორიანის მსგავსად ცისფერი თვალები, ქერა თმა და არისტოკრატიული მანერები ჰქონდა. დორიანის მსგავსად ოსკარ უაილდიც არისტოკრატიული წარმომავლობის იყო. ცნობილია, რომ ოსკარ უაილდს ბრალი ჰომოსექსუალობაში დასდეს და 2 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. ამანაც ვერ დააოკა მისი პოეტური სული და იქაც განაგრზო წერა, მაგრამ ციხეში ყოფნამ მას შეულახა ავტორიტეტი. იქიდან გამოსვლის შემდეგ იგი უკვე აღარავის აინტერესებდა, ამიტომ ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად.
   რაც შეეხება მის ერთადერთ და ყველაზე გახმაურებულ რომანს, რომლის დაწერისთვისაც ოსკარ უაილდს "ამორალური წიგნის ავტორი" უწოდეს. რომანის სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა, წარმატებული, შესანიშნავი გარეგნობის და ქარიზმატული დორიან გრეის შესახებ. რომელსაც პორტრეტს მისი ახლად გაცნობილი მეგობარი, მხატვარი ბეზილ ჰალუორდი უხატავს. სწორედ ბეზილ ჰალუორდს ესტუმრება მისი მეგობარი ლორდ ჰენრი (რომელშიც ასევე ოსკარ უაილდის ხასითი ამოიცნობა), რომელიც ნაწარმოებში გამოირჩება თავიზი აზრით და შეხედულებებით ყველაზე და ყველაფერზე რომელსაც გარს ახვევს მის გარშემომყოფთ და სიმართლე გითხრათ მისი შეხედულებები საკმაოდ ღრმა ფილოსოფიურია და ყველაზე მოქმედებს. ჰენრი გაიცნობს დორიანს და აღფრთოვანებული დარჩება მისი სილამაზით. მაგრამ, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. ლორდ ჰენრი აქაც თავის ფსიქოლოგიას მოიშველიებს დორიანს თავის გავლენის ქვეშ მოაქცევს და იმ აზრზე დააყენებს რომელიც შემდეგში მოსვენებას არაძლევს და სწორედ ეს აზრი მიაღებინებს საბედისწერო გადაწყვეტილებას, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გულის სიღრმეში მაინც ნანობს. ლორდ ჰენრი დორიანს შთააგონებს, რომ სილამაზე მარადიული არაა, რომ რაც ღმერთმა მოიტანა იმას უკანვე წაიღებს. მას შემდეგ რაც სამი მთავარი პერსონაჟი ერთად შეიკრიბება და დორიანის აწ უკვე დასრულებულ პორტრეტს უმზერენ დორიანი აღფრთოვანებული რჩება.
სწორედ აქ დაუშვებს ის საბედისწერო შეცდომას ინატრებს:
"ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე, როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს!".
 
 
   დიდად ნამდვილად არმომწონს ამ მოკლე შინაარსის აღწერა და ნამდვილად არმინდა რომ ვინმეს ვურჩიო წიგნის წაკითხვა მარტო იმიტომ რომ კარგი სიუჟეტი აქვს ნაწარმოებს. არაჩვეულებრივი წიგნია ნამდვილად, თუმცა საკმაოდ რთული და მომენტებში დამღლელი საკითხავია, სრულიად მობილიზებული ვკითხულობდი, წამით არ გამფანტვია ყურადღება, საკმარისია ორი წუთით წაგიღოს ფიქრებმა და ჩათვალე ორი-სამი ფურცლით უკან უნდა დაბრუნდე. ბევრის სწავლა შეიძლება დორიანის გამოცდილებიდან. მათთვის ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ჩემი რჩევაა ფილმს წაკითხვამდე ნუ უყურებთ, რამდენადაც გასაოცარი არ უნდა იყოს სწორედაც რომ ეს მისტიკურობა სძენს წიგნს ხიბლს. მომენტი, როდესაც დორიანი სულს ეშმაკს მიჰყიდის, სწორედ მაშინ იცლება დორიანის ცხოვრება იგი ხდება ბოროტი, მატყუარა, მლიქვნელი, სულმდაბალი და ბინძური. გადის წლები დორიანი კი არბერდება და მისმიმართ არწყდება ინტერესი. მის გამო სიბილ ვეინმა თავი მოიკლა რის გამოც მის პორტრეტს პირველი "ბზარი" დაეტყო. პორტრეტი დორიან გრეის სინდისის სარკე გხდება. ის, რაც წლების განმავლობაში დორიანს უნდა დამართნოდა ახლა უკვე პორტრეტს ემართება.
     როგორც უკვე აღვნიშნე ეს ყველაფერი მაინც ჩემი აზრით ლორდ ჰენრი უიტონის გამო მოხდა. ის რომ არა დორიანი არ გახდებოდა ისეთი, როგორიც მას შემდეგ გახდა რაც ეშმაკს მიჰყიდა სული.
 "ლორდ ჰენრი უიტონი: რა ხარ?
 დორიან გრეი: მე ვარ ის რაც შენ შემქმენი! მე ვცხოვრობდი ცხოვრებით რომლითაც შენ გინდოდა გეცხოვრა მაგრამ არასდროს გიცდია. მე ვარ ყველაფერი , რადაც ყოფნისაც შენ გეშინოდა!"


  დორიანის ტანჯული სიცოცხლე მთავრდება იმით, რომ იგი დანას, რომლითაც მისი ერთ დროს საუკეთესო მეგობარი ბეზილ ჰალუორდი მოკლა, ახლა თავის პორტრეტს გაუყრის და ის რაც პორტრეტზეა აისახება დორიანზე, ხოლო დორიანის სილამაზე პორტრეტზე გადავა. დორიანი მოკვდება. დორიანის ხმაზე შემოვარდნილი მსახურები კი მათ ბატონს მხოლოდ ბეჭდით ამოიცნობენ.
   ნამდვილად მსოფლიო ლიტერატურის შედევრია ეს წიგნი, ძალიან ბევრს გასწავლით და ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. გირჩევთ წაიკთხოთ!
    
































Wednesday, May 4, 2016

აგათა კრისტის - "როჯერ ეკროიდის მკვლელობა"

   წვიმა, ყავა და მუსიკა. რა სჯობს ასეთ ვითარებაში ბლოგის დაწერას ? სწორედაც რომ არაფერი.
    პირველად, როდესაც "დეტექტივების დედოფლის" ნაწარმოებს გავეცანი სრულიად შოკირებული დავრჩი ფინალით. ეს იყო "მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში". მაგრამ, არა ნაკლებ გაოცებული დავრჩი "როჯერ ეკროიდის მკველობის" ფინალით.
   ჩემი აზრით, დეტექტიურ ჟანრში ამ ნაწარმოებს ყველაზე ორიგინალური და განსაცვიფრებელი დასასრული აქვს. აი ისეთი, რომ ვერავინ წარმოიდგენს თუ ვინ არის მკვლელი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მაქვს დეტექტიური ნაწარმოებები ნაკითხი და ზოგ შემთხვევაში კონან დოილის და აგათას ნაწარმოებშიც არ გამჭირვებია გამომეცნო თუ ვინ იყო მკვლელი, აქ უკვე სხვაგვარად მოხდა.
   ამ ნაწარმოებში მოქმედება ვითარდება ინგლისის პატარა სოფელ ქინგს-ებოთში, სადაც იპოვნიან ახალგაზრდა, მდიდარი და სახელგანთქმული ქალის მისის ფერარსის გვამს. ერთ-ერთი მთავარი გმირი და ამ ამბის მთხრობელი აქ გვევლინება კეთილშობილი ექიმი, რომელსაც ფართო კავშირები აქვს სოფლის "ელიტასთან". მისის ფერარსის გარდაცვალების მიზეზი, როგორც ექიმი შეპარდი დაადგენს საძილე აბების გადაჭარბებული დოზა. მაგრამ, აქ იკვეთება ექიმის დის, ქეროლაინის აზრი, რომელიც ასეთ ამბებში გამოცდილია. როგორც ექიმი აღწერს მის დას ინფორმაციის მიღება სახლიდან გაუსველად შეუძლია. ქეროლაინის აზრით, დაქვრივებულმა მისის ფერარსმა წინა წელს მოკლა თავისი ქმარი და ახლა უკვე სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და მანაც თავი მოიკლა.
   გადის რამოდენიმე დღე. ქინგზ-ებოთში ყველასათვის ნაცნობი, კეთილშობილი და მდიდარი ფაბრიკანტი როჯერ ეკროიდი მკვდარი, ზურგში ხანჯალ ჩარტყმული იპოვეს. ვითარება შემდეგია: იმ დღეს, როდესაც როჯერ ეკროიდი მოკლეს მასთან სტუმრად ექიმი შეპარდი იყო რომელმაც ის 9:50 (ცხრას რომ 10 წუთი უკლდა) დატოვა, "ფერნილიდან" გამოსვილას ის უცნობ, მაღალ, ამერიკული კილოს მქონე მამაკაცს შეხვდა, რომელმაც "ფერნილისკენ" მიმავალი გზა იკითხა. ასევე, როგორც გაირკვევა ბოლოს როჯერ ეკროიდთან მისი ძმიშვილი ფლორა ეკროიდი იყო.ხოლო, როგორც გამოძიება დაადგენს ყველა ფაქტი მიუთითებს როჯერ ეკროიდის გერზე, რალფ პაიტონზე. პოლიციის აზრით სწორედ ის არის მკვლელი.
 

    სწორედ ამ დროს, ჩაერთვება უკვე მის ჩვეულ საქმეს ჩამოშორებული და დიდი მაძებარი ერკიულ პუარო, რომელიც ქინგზ-ებოთში უკვე "პენსიაზე გასული" მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობის ყაბაყის მოსაშენებლად ჩამოვიდა და აქ "ლანჩესში" დაბინავდა. მაგრამ, ის იცნობდა როჯერ ეკროიდს და როჯერმა იცოდა მისი ნამდვილი საქმიანობა. რადგან ერკიულ პუაროს არ უყვარს პოპულარულობა, მას თავისი საქმიანობის დამალვა მოუწია.
     ის საქმეში ფლორა ეკროიდის თხოვნის ჩაერთო, რომელმაც ასევე იცოდა მისი ნამდვილი საქმიანობა. როგორც გამოცდილი და შეუდარებელი მაძებარი პუარო ამბობს საჭიროა მხოლოდ "მეთოდი, წესრიგი და პატარა რუხი უჯრედები ". სწორედ ამ რუხი უჯრედების დაძაბვით შეკრებს ძალიან მნიშვნელოვან და უმნიშვნელო ფაქტებს და მიაგნებს მკვლელს. როგორც უკვე ზევით აღვნიშნე ფინალი აგათა კრისტისთვის დამახასითებელი მოულოდნელობით ვითარდება და ერკიულ პუაროც მკვლელს, როგორც  მას შეეფერება ისე აღმოაჩენს. ხოლო, რაც შეეხება მკველის ვინაობას, ამის გაგება ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ და ვერდაიჯერებთ რომ ამ მკვლელობის უკან ეს ადამიანი იდგა, რომელზედაც მთელი წიგნის კითხვის განმავლობაში ეჭვს ვერ მიიტანთ.
   ბოლოს, როგორც მკველი ამბობს ის მხოლოდ ერთს ისურვებდა: "პუარო თავის საქმიანობას არ ჩამოშორებოდა და ჩვენს სოფელში ყაბაყის მოსაყვანად არ ჩამოსულიყო". მოდი დავტოვოთ მკველის ვინაობა ისეთივე ამოუცნობი, როგორც ეს მთელი ნაწარმოების განმავლობაშია და მკვლელის ამოცნობას თქვენ მოგანდობთ. იმედი მაქვს გამოიყენებთ "პატარა რუხ უჯრედებს" და მიაგნებთ ნამდვილ დამნაშავეს. სასიამოვნო კითხვას გისურვეთ.

Monday, May 2, 2016

"ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული"

   "ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული" - არვიცი რატომ, მაგრამ სწორედ ბლოგის ამ სათაურით ვაპირებ ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. სწორედ ეს ახალი ეტაპი არის ის, რაზეც ვოცნებობდი რამოდენიმე წელი. ეს ოცნება კი მას შემდეგ გამიჩნდა, რაც პირველ წიგნს (კლასგარეშე ლიტერატურა რათქმაუნდა) მოვკიდე ხელი, მაშინ ჯერ კიდევ არვიცოდი წიგნის ხიბლი (მიუხედავად იმისა რომ 13 წლის ვიყავი). სწორია, მართლაც 13 წლის ვიყავი, როდესაც წიგნს მოვკიდე ხელი და სწორედ ამას ვნანობ ბოლო 2 წელი რომ მანამდე არმქონდა რაიმე სერიოზული წიგნი წაკითხული და საერთოდ შეხება არმქონდა წიგნებთან. მიუხედავდ მშობლების დაჟინებული თხოვნისა არმომწონდა კითხვა, რაც ახლა რადიკალურად შეიცვალა. მშობლებს ახლა აღარ ჭირდებათ დამაძალონ კითხვა პირიქით, ახლა იმაზე უწევთ ზრუნვა რომ ყოველ კვირას ახალი წიგნი დამხვდეს სკოლიდან მოსულს სარეცელზე. სწორედ ესაა ადგილი, სადაც ყველაზე ხშირად ვკითხულობ წიგნს და სიმბოლურად ყოველ ახალ წიგნს აქ ვეცნობი.
   ალბათ მიხვდით რომ 15 წლის ახალაგაზრდა ბიჭი ვარ, სიცოცხლით სავსე რათქმაუნდა და არვიცი რავაკეთო (თუ სწავლას არჩავთვლით). არმაქვს არავითარი ჰობი, წიგნის კითხვის გარდა. ბოლო თვეებია, რაც მკაცრად მაქვს გააზრებული რომ "არ არსებობენ ცუდი და კარგი მწერლები" და აქედან გამომდინარე ალბათ მიხვდებით რა სურვილი ბუდობს ჩემს გულში. ამ ყველაფრის განსახორციელებლად კი ვაპირებ ჯერ ბლოგერი გავხვდე. მომიტევეთ თუ თავიდან სათანადოდ კარგი ვერ ვიქნები რადგან ახლა ვიწყებ ამ საქმეს. იმედია ამ პირველი, თითქმის ავტობიოგრაფიული პოსტით გამიცანით (ცოტათი მაინც). რაც შეეხება ამ ბლოგის სათაურს Booktime | Blogtime. ეს სათაური იმიტომ ავარჩიე, რომ ძირითადად პოსტები იქნება წიგნების შესახებ, სადაც ჩემს მიერ წაკითხულ წიგნებს განვიხილავ და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. იმედია ბევრი თუარა ის 7 მკითხველი მაინც მეყოლება, რომლებიც მუდმივად განიხილავენ ჩემს პოსტებს ამ ბლოგზე და ძალას მომანიჭებენ გავაგრძელო ჩემი ახლად არჩეული საქმიანობა. მისურვეთ წარმატებები, არ გემშვიდობებით.